მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თბილისის მერიამ პარლამენტის წინ არსებული ღობე შემოღობა

თბილისის მერიამ პარლამენტის წინ არსებული ღობე შემოღობა. ადგილზე სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.

ამ დრომდე უცნობია, რატომ დაჭირდა თბილისის მერიას მწვანე ღობე საკანონმდებლო ორგანოს წინ. პროცესი გაურკვეველია ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორისთვისაც.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ პარლამენტის მწვანე კედლით შემოღობვის შემდეგ, ახალი ჯებირების აღმართვას ისინი არ გაუკვირვებია.

“ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები შიშით არის ნაკარნახევი.

“პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიის გადათხრა და იქ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება მაშინ, როდესაც იქ თვეობით მიმდინარეობდა პერმანენტული აქციები ხელისუფლების წინააღმდეგ და 20 ივნისის გასაპროტესტებლად, ეს იყო თავიდანვე შიშით ნაკარნახევი. საზოგადოების განწყობას ვერ შეცვლიან ვერც თხელი გისოსებით და ვერც სქელი ჯებირებით. ხალხის განწყობა იქნება უფრო მწვავე. პასუხს მიიღებენ 2020 წლის ოქტომბერში.” – ამბობს ოთარ კახიძე.

მოისმინეთ ოთარ კახიძის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button