მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თბილისის მერიის გაზრდილი ბიუჯეტი და კალაძის მადლობა მთავრობას

ცენტრალური ბიუჯეტიდან დედაქალაქი 225 მილიონ ლარს მიიღებს, ხოლო 2021 წლის იანვარში ბიუჯეტს კიდევ 50 მილიონი დაემატება, რაც ჯამში 1 მილიარდ 100 მილიონზე მეტს შეადგენს. –ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა

„ჩვენ მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის ოდენობა იქნება მილიარდ 50 მლნ ლარი, რომელსაც 2021 წლის იანვარში კიდევ 50 მლნ ლარი დაემატება. საბოლოოდ, მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი იქნება მილიარდ 100 მილიონზე მეტი, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს დედაქალაქში“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის მესამედი – 33% მიმართული იქნება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად.

მერმა პრემიერსა და ფინანსთა მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button