მნიშვნელოვანი

,,თბილისის მერიის სამსახურები საბჭოთა კავშირის სტანდარტით მუშაობენ“ – დავით მესხიშვილი

,,შეუძლებელია თბილისის მერმა თავისი დაპირებების შესრულება შეძლოს იმ სამსახურებით, რომლებიც მის დაქვემდებარებაშია“, – ამის შესახებ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა რადიო ,,თბილისის“ ეთერში, თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქს არ აქვს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების სტანდარტი, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში კი, შესაბამისი კომპეტენციის და ტექნიკური რესურსის პრობლემაა.

დავით მესხიშვილის თქმით, სანამ დედაქალაქის მერიაში რესტრუქტურიზაცია და ოპტიმიზაცია არ ჩატარდება, კახა კალაძის ცალკეული განცხადებები კანალიზაციის ჭების თავსახურების და სხვა საგზაო პრობლემების შესახებ, კონტექსტიდან ამოგლეჯილი იქნება.

მოისმინეთ დავით მესხიშვილის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button