მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საბურთალოზე სპეცოპერაცია დასრულდა

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე “დრიმ თაუნის” საცხოვრებელ კომპლექსში სპეცოპერაცია დასრულდა. ღონისძიება დაახლოებით, სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სპეცოპერაციისას, რუსეთის მოქალაქე, წარმოშობით ჩეჩენი მამაკაცი დააკავა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაკავებული, სავარაუდოდ, ეროვნებით ჩეჩენი, შუახნის მამაკაცია, რომელიც დაახლოებით, ოთხი თვის განმავლობაში ქირით ცხოვრობდა. მათივე ინფორმაციით, ჩხრეკისას ამ პიროვნების ბინიდან სამართალდამცავებმა დალუქული პაკეტით გარკვეული ნივთიერება ამოიღეს, რაც შესაძლოა, ნარკოტიკული საშუალება ყოფილიყო.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სპეცდანიშნულების რაზმისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეცოპარაციის შესახებ ინფრომაციას ჯერჯერობით არ ასაჯაროვებს.

ამ სპეცოპერაციის პარალელურად, კიდევ ერთი სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში ჩატარდა. ხეობის უხუცესის ხასო ხანგოშვილის სახცოვრებელ სახლში სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს, როგორც “მთავარ არხთან” ხასო ხანგოშვილი ამბობს, ჩხრეკა მისი შვილის ერთ-ერთ ჩეჩენ მეგობარს უკავშირდებოდა. მისივე თქმით, სამართალდამცველებმა სახლი მალევე დატოვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button