მნიშვნელოვანისაქართველო

თბილისის მეტრომ მუშაობა განაახლა

მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს დედაქალაქში არსებული 23-ვე მეტროსადგური სრული დატვირთვით, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

მეტროს მემანქანეებმა სამდღიანი პროტესტი გვიან ღამით შიდა კონსულტაციების შემდეგ შეწყვიტეს.

მემანქანეების თქმით, მათი ხელფასების მომატებაზე პასუხისმგებლობა თბილისის მერმა აიღო, თუმცა კონკრეტული თარიღი, როდის გაიზრდება მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ანაზღაურება, უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button