ჩელიაბინსკის მკვიდრმა ბინაში ლუდსადენი გაიყვანა [Photo/Video]

ჩელიაბინსკელმა ანდრეი ერემეევმა საკუთარი ბინის სამზარეულოში ლუდსადენი გაიყვანა.

სუსტალკოჰოლიანი სასმელი ქვედა სართულზე მდებარე ლუდის მაღაზიიდან ერემეევის ბინაში ადის და სამზარეულოს ერთ-ერთი ონკანიდან მოედინება.

საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო წერტილის გახსნამ ჩელიაბინსკელს იმ ნატვრის ხორცშესხმის საშუალება მისცა, რომელზეც მთელი მსოფლიოს მამაკაცები ოცნებობენ.

იმისთვის, რომ ლუდს პირდაპირ ონკანიდან ედინა, ერემეევს საყოფაცხოვრებო ინსპექციაში საგანგებო პროექტის შეტანა დასჭირდა. ლუდის კეგი მაღაზიის სათავსოში მდებარეობს, უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული მილი და გამაგრილებელი სისტემა კი კედელშია დამონტაჟებული.

მამაკაცი ლუდსადენზე დახარჯულ თანხას საიდუმლოდ ინახავს და მოხარულია, რომ დიდი ხნის ოცნება აისრულა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”33327″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button