“თბილისის ნაძვის ხე ქართულ მოტივებზე შექმნილი სათამაშოებით მოირთვება”

წელს თბილისის საახალწლო ნაძვის ხე ქართულ მოტივებზე შექმნილი სათამაშოებით მოირთვება.

“თბილსერვის ჯგუფს” უკვე გამოცხადებული აქვს სახელმწიფო შესყიდვა, რომლის საწყისი ღირებულბა 64 ათასი ლარია. მთავარი ნაძვის ხე 2 ფერში იქნება გადაწყვეტილი – წითელი და ოქროსფერი.

როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, საახალწლო ნაძვის ხეზე განთავსდება ქართულ მოტივებზე შექმნილი სხვადასხვა ფორმის სათამაშოები, მათ შორის, სათამაშოებს ექნება – ქალის, კაცის, ირმის, თევზის და ჩიტის ფორმები.

ინფორმაციის წყარო

ამავე თემაზე: 3 მილიონი ლარი საახალწლო განათებების შესაძენად [რეპორტაჟი]

მსგავსი პოსტები

Back to top button