კულტურამოზაიკა

თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე – ჟიულ მასნეს „ვერთერის“ პრემიერა გაიმართება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 22 დეკემბერს 19:00 საათზე, ჟიულ მასნეს ოპერა „ვერთერის“ პრემიერა გაიმართება.

76 წლის შემდეგ, თბილისის სცენაზე კვლავ აჟღერდება გოეთეს რომანის „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“-ის მიხედვით შექმნილი ფრანგული ოპერა. „ვერთერის“, დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორი – ჯოზეფ ფრანკონი ლი, სცენოგრაფი -ემანუელე ფავრე, კოსტიუმების მხატვარი – ესტერ მარტინი, მხატვრული განათება – სტეფანო გორერი.
ფრანგი კომპოზიტორის ჟიულ მასნეს ლირიკული დრამის „ვერთერის“ პრემიერა ვენის Hofoper-ში 1892 წლის 16 თებერვალს შედგა. პრემიერის დღეს იგი გერმანულ ენაზე შეასრულეს. ამის შემდეგ ოპერა დაუბრუნდა ორიგინალურ ფრანგულ ვერსიას. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „ვერთერის“ პრემიერა 1904 წლის 16 ოქტომბერს შედგა და გასული საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისის ჩათვლით თეატრის რეპერტუარში იყო.                                                                          საპრემირო ჩვენებები 22, 23, 26, 29, 30 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button