მნიშვნელოვანისიახლეები

თბილისის პირველი გიმნაზია, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

თბილისის პირველი გიმნაზია, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის დირექტორი, თამუნა კაპანაძე ავრცელებს და აცხადებს, რომ მიზეზი, ერთ-ერთი მასწავლებლის კორონავირუსით ინფიცირებაა.

“დღეს ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, ქალბატონ მაკა სახურიას, დაუდასტურდა კოვიდ19. პარასკევს, დღის პირველ ნახევარში ის იმყოფებოდა სკოლაში. სიმპტომები კვირას საღამოს გამოუვლინდა, ამიტომაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარასკევს დღის პირველ ნახევარში ის ინფექციის გადამდები ყოფილიყო. ასე რომ, პანიკის არავითარი საფუძველი არ გვაქვს, თუმცა ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ, რისკის თავიდან აცილების მიზნით, მივიღე გადაწყვეტილება, სკოლა 21 ოქტომბრამდე გადავიდეს სწავლების დისტანციურ ფორმაზე. Პირადად მე არ მქონია შეხება პედაგოგთან”, – წერს კაპანაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 297 თბილისია.

მსგავსი პოსტები

Back to top button