მნიშვნელოვანისიახლეები

თბილისის რამდენიმე უბანში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ამ წუთებში თბილისის რამდენიმე უბანში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სპეცოპერაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.

საპოლიციო ღონისძიებები რამდენიმე უბანში ერთდროულად ტარდება. მათ შორის, გლდანი-მუხიანის დამაკავშირებელი გზატკეცილის მიმდებარედ, ალეკო გობრონიძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. მეზობლების განცხადებით, დაკავებული პირები მდგმურები იყვენენ და მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

სპეცოპერაცია, სავარაუდოდ, ე.წ ქურდულ სამყაროს უკავშირდება.
ამ ეტაპზე საქმესთან დაკავშირებით მეტი დეტალი ცნობილი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button