5 მუნიციპალიტეტში მერის და 8 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება

მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. განკარგულებები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს მიიღო.
ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის თქმით, მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში: მარნეულში, ზესტაფონში, ხულოში, ჭიათურასა და ზუგდიდში გაიმართება; საკრებულოების შუალედური არჩევნები კი საგარეჯშო, ახმეტაში, ადიგენში, ტყიბულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ოზურგეთსა და წყალტუბოში.
მისივე თქმით, 19 მაისს ასევე გაიმართება შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტის მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში. საერთო ჯამში, საქართველოს მასშტაბით, მთლიანად 19 მაისს დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 410 750 ამომრჩეველი 410 საარჩევნო უბანზე.
მიქელაძის განმარტებით, ცესკომ დღევანდელ სხდომაზე ასევე განისაზღვრა საინიციატივო ჯგუფებისთვის კანდიდატების წარსადგენად საჭირო ხელმოწერების რაოდენობა.
მისივე თქმით, დღეიდან საინიციატივო ჯგუფებსა და პარტიებს, რომელთაც სურთ არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლიათ ცესკოს 2 აპრილის ჩათვლით მიმართონ რეგისტრაციის გასავლელად. ამის შემდეგ, მათ მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები არჩევნებამდე არაუგვიანეს მეორმოცე დღემდე უნდა წარადგინონ, რითაც ცესკოში კანდიდატთა რეგისტრაცია მოხდება.