მნიშვნელოვანისაქართველო

თბილისის საკრებულოში დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს სცემეს

ხმაური საკრებულოში – სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ნაცემია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი.

ფიზიკური დაპირისპირება სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობის წევრები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ.

უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა თარაშ შურღაიამ კი ხაბეიშვილს თავში სკამი ჩაარტყა, რის შემდეგაც სხდომათა დარბაზში ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

ლევან ხაბეიშვილს მძიმე დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვს მიყენებული. თვითმმართველი ორგანოს სხდომა ჩაიშალა.

ლევან ხაბეიშვილის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button