მნიშვნელოვანისიახლეები

“თბილისის სამ უბანში კორპუსები აფეთქებას გადაურჩა”

დღეს თბილისის სამ უბანში კორპუსები აფეთქებას გადაურჩა. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

„ბინის მეპატრონეების უყურადღებობის გამო, სამი კორპუსი – დიდუბეში, საბურთალოსა და სამგორის რაიონში აფეთქდებოდა, რომ არა ყურადღებიანი მეზობლები, რომლებმაც დარეკეს და გაზის სუნის შესახებ შეგვატყობინეს.

როგორც აღმოჩნდა, ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ და გაზის ონკანი უყურადღებოდ ჰქონდათ დატოვებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button