საქართველოსიახლეები
თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი

თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. აღნიშნული თანამდებობა კახა ბუხრაძის ნაცვლად, ლაშა ჯოხაძემ დაიკავა.
როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, კახა ბუხრაძე მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელებს. ის მანამდე, პარალელურად, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსიც იყო.
უწყების განმარტებით, თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ცალკე გამოიყო და სწორედ აღნიშნულ პოსტს დაიკავებს ლაშა ჯოხაძე.