საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 12 წევრი 1-ის წინააღმდეგ – საბჭომ მამუკა ახვლედიანის შემცვლელი აირჩია.

არასამთავრობო სექტორისა და ადვოკატთა ასოციაციის პროტესტის მიუხედავად საქალაქო სასამრთლოს დღეიდან გიორგი მიქაუტაძე უხელმძღვანელებს.

გიორგი მიქაუტაძე ამ დრომდე საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე იყო.

მიქაუტაძის კენჭისყრა 29 თებერვალს იყო დაგეგმილი, თუმცა საბჭოს პრეზიდენტის კვოტით წარდგენილი წევრის, ვახტანგ მჭედლიშვილის თხოვნით კენჭისყრა გადაიდო.

ამასთან, მჭედლიშვილმა საბჭოს კიდევ ერთი კანდიდატურა – გიორგი ებანოიძე წარუდიგნა, თუმცა მხარდაჭერა ვერ მიიღო.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავდნე და მოითხოვდნე, რომ საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნის პროცესი შეჩერებულიყო. ისინი აცხადებენ, რომ ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს, შესაძლებლობა უნდა მისცემოდა სასამართლო წესით დაეცვა უფლებები.

მსგავსი პოსტები

Back to top button