მნიშვნელოვანისიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლოში თემურ ალასანიას დაკითხავენ

ალასანია თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათისთვის მივა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თემურ ალასანიას დაკითხავენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძას დღეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება.მას შემდეგ გადაწყდა, რაც მან შსს-ში მისვლაზე უარი განაცხადა.

გამოძიებას შსს-ს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აწარმოებს.

სავარაუდოდ, საგამოძიებო მოქმედება ეხება 2018 წელს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, სააკაშვილი სიტუაციის რადიკალიზაციაზე თემურ ალასანიას ესაუბრება.

ალასანია საქართველოში 2 დღის წინ დაბრუნდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button