“თბილისის თავზე 11 კილომეტრი ღრუბელია”
რადიო ჰერეთთან, გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის ცაზე ამ წუთებში 11 კილომეტრიანი ღრუბელია. მინისტრი აცხადებს, რომ ევაკუაცია ვერის ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე არ გამოცხადებულა, “უბრალოდ წვიმის გამო იქ სამუშაოები შეჩერდა და ტოვებენ ტერიტორიას”- აღნიშნა აგულაშვილმა რადიო ჰერეთთან საუბარში.
გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თბილისში დღეს წვიმასა და ქარს ელოდებიან, თუმცა ევაკუაცია არ გამოცხადებულა, სამსახურები და ადამიანები რომლებიც იქ მუშაობენ, წვიმის გამო ტოვებენ ტერიტორიას.
მოუსმინეთ გიგლა აგულაშვილის ხმას: