საქართველოსიახლეები

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელი დაჭრეს

7 იანვარს, შობის ღამეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს.
პატრულ ინსპექტორი ამ დრომდე საავმყოფოში მკურნალობს. ექიმის განმარტებით, პაციენტს კისრის არეში ნაფლეთი ჭრილობა აქვს მიყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი.
ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა, არ კონკრეტდება, რა ვითარებაში დაიჭრა პოლიციელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button