მნიშვნელოვანირეგიონი

თბილისსა და კახეთში ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში მყოფ სამ მოქალაქეს ბრალს დღეს წაუყენებენ. ამის შემდეგ სასამართლო კახა ბეჟიტაშვილის, დიმიტრი ჭრელაშვილისა და გივი ბეგიაშვილის მიმართ აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

დაკავებულებიდან ორი დედაქალაქში, ერთი კი კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში აიყვანეს.

ფაქტს წინ უძღოდა საბერძნეთსა და საფრანგეთში ანალოგიური ბრალდებით 4 პირის დაკავება.

გამოძიება ამბობს, რომ ყველა დაკავებულს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა. დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button