მნიშვნელოვანირეგიონი

2015 წლის 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა

თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან, რომელსაც ზუგდიდელი მარიამ ქუთელიას სიცოცხლე ემსხვერპლა, 7 წელი გავიდა.

მარიამ ქუთელია მეგობარ გოგონასთან, ივლიტა ჯიბუტთან და მის მეუღლესთან ერთად, იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მდინარის ადიდების დროს მარიამი ივლიტასა და მის მეუღლესთან ერთად სახლის სახურავზე ავიდა, თუმცა, მოვარდნილმა ნიაღვარმა სამივე გაიტაცა. ივლიტას მეუღლის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს, ორ გოგონას კი ახლობლები ეძებდნენ,რომელთა ცხედრები მოგვიანებით იპოვეს.

მარიამის გარადაცვალებას თავზარდაცემული მეგობრები ასე იხსენებენ.

,,4-ჯერ პრეზიდენტის სტიპენდიანტი. წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი და მაგისტრატურა ISET-ში და ეს უკანასკელი, რომ უფასოდ დაემთავრებინა, რეიტინგში ყოველ თვე ტოპ-ათეულში იყო. უჭკვიანესი, უნატიფესი და ულამაზესი ჩემი მარი!

“მარი, ჩემო ღუღუნა, ჩემო გვირილა,აი თურმე, რატომ გხიბლავდა რიცხვი 13 და ყოველთვის ცდილობდი ამ რიცხვის დადებითი მხარე გეჩვენებინა ჩემთვის, რატომ გიყვარდა მოთხრობა “ცასწავალა”… ჩემო კეთილო და ჩემო თბილო გოგო… ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი ამდენი წლის მერეც და არაფერს არ აქვს აზრი…”,-ამბობენ მეგობრები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად, მარიამ ქუთელიას საფლავზე იმყოფებოდა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

მარიამს ერთი და ყავს ლიკა ქუთელია,რომელიც დღეს იუბილარია. მისთვის მძიმეა და ტკივილიანი იმ დღის გახსენება.

თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მომხდარ სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button