თბილისში აღმოჩენილი მწერი აზიური ფაროსანა აღმოჩნდა

“თბილისში აღმოჩენილი მწერი აზიური ფაროსანაა”, – ამის შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ ბრიფინგზე, სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, შემოწმება თბილისსა და მის შემოგარენში არსებულ ყველა პარკში ჩატარდება.

აზიურმა ფაროსანამ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მავნებელი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებიდან სახლებში და საჯარო დაწესებულებებშიც გადავიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button