თბილისში აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

აფეთქება მოხდა ნუცუბიძის პირველ პლატოზე. საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, სადაც სტამბა და საკანცელარიო ნივთების საწყობია განთავსებული. სავარაუდოდ ავტომობილში ჩასამონტაჟებელი გაზის ბალონი აფეთქდა.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ საცხოვრებელი კორპუსიც დააზიანა. განდგურებულია სტამბის და საკანცელარიო ნივთების საწყობის დიდი ნაწილი.

დაშავებულია ორივე დაწესებულების 8 თანამშრომელი. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილი. ადგილზე იმყოფებიან პოლიცია და ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები.

მსგავსი პოსტები

Back to top button