თბილისში დაგეგმილ აქციას კახეთიდანაც შეუერთდნენ
თბილისში დაგეგმილ აქციას კახეთიდანაც შეუერთდნენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭერები, თელავიდან ცოტა ხნის წინ გაემგზავრნენ.
აქციაზე წასული მხარდამჭერების განმარტებით, ისინი პროტესტის მთავარ გზავნილებს უერთდებიან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი შანყულაშვილის ამბობს, რომ საქართველოში ადამინების პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები უნდა დამთვრდეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.
” ჩვენ ვუერთდებით მთავარ მოთხოვნებს, მიხეილ სააკაშვილი, როგორც პუტინისა და ოილგარქ ივანიშვილის პატიმარი უნდა განთავისუფლდეს და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. მთლიანობაში, პოლიტიკური დევნა ქვეყანაში უნდა შეწყდეს და ერთიანი ბრძოლით, ჩვენ ამას მივაღწევთ”- განაცხადა შანყულაშვილმა.
აქციის მხარდამჭერები თბილისში კახეთის რვავე მუნიციპლიტეტიდან წავიდნენ. ისინი დედაქალაქში, როგორც ავტოკოლონებით, ისე ინდივიდუალურად მიდიან.
შეკრება თბილისში, საღამოს 18 საათისათვის არის დაგეგმილი.
რადიო ჰერეთის კორესპოდენტი კახეთის რეგიონში ხათუნა გულიაშვილის ხმა