მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას კახეთიდანაც შეუერთდებიან

დღეს, 26 თებერვალს, თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას კახეთიდანაც შეუერთდებიან.
აქციაში მონაწილეობის მიღების მსურველების ერთი ნაწილი, თელავში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მივიდა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ლექსო ძულიაშვილის განმარტებით, პროტესტის გამოხატვის მსურველები, თბილისში, კახეთის ყველა მუნიციპალიტეტიდან ცალ- ცალკე წავიდნენ.

” ყველა ერთად არ შევკრებილვართ. ეს შეუძლებელიც იყო, იმდენი მსურველი გამოჩნდა. ჩვენ თელავიდან მივდივართ, პოზიცია რომ გამოვხატოთ. ეს საპროტესტო მუხტი აღარ ჩაცხრება და აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე”- განაცხადა ძულიაშვილმა.

საპროტესტო აქცია, თბილისში, პარლამენტის წინ, 15 საათზეა დაგეგმილი.

მანამდე, აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და რუსთაველის მიმართულებით დაიძვრებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button