სოჭში წყალიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა [Video]

ხანგრძლივი და ძლიერი წვიმის გამო, სოჭსა და მის შემოგარენს ღვარცოფი დაატყდა.

ქუჩები და სახლები დაიტბორა, ფედერალურ გზებზე მოძრაობა შეფერხდა. სტიქიის ლიკვიდაციისთვის, 1800 მაშველი და 450 სპეციალური მანქანა მუშაობს. სოჭის აეროპორტი დაიტბორა. ადლერის და ხოსტის რაიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა.

დღეს, სოჭის მდინარეებში წყლის დონემ საშიშ ნიშნულზე ქვემოთ დაიწია. ადლერის რკინიგზის სადგურის მოედანი წყლისგან გაიწმინდა. რეგიონში ნალექები შეწყდა და მდინარეები კალაპოტებს დაუბრუნდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button