მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თბილისში დაჭრილი 22 წლის ნიკო კვარაცხელია გარდაიცვალა

ვერაზე რვა ტყვიით დაჭრილი და გარდაცვლილო ნიკო კვარაცხელია ე.წ. “კანონიერი ქურდის” შვილია

თბილისში ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი 22 წლის ნიკო კვარაცხელია კლინიკაში ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

ახალგაზრდას რვა ტყვია ჰქონდა მოხვედრილი გულმკერდის, ზურგისა და ბარძაყის არეში.

დაპირისპირება თბილისში გუშინ,15 სექტემბერს მოხდა, თუმცა, დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია.

ცნობილია, რომ ნიკო კვარაცხელია ე.წ. კანონიერი ქურდის, წარმოშობით წალენჯიხელი გია კვარაცხელიას შვილია, თუმცა, ასევე ცნობილია, რომ ის მეცნიერული საქმიანობით იყო დაკავებული და ე.წ. შავ სამყაროსთან კავშირი არ ჰქონია.

ე.წ.კანონიერი ქურდი გია კვარაცხელია სავარაუდოდ,იტალიაში იმყოფება და 22 წლის ნიკო მისი მეორე ქორწინებიდან შვილია.

ნიკოლოზ კვარაცხელია იყო ასევე “feedecis”-ის დამფუძნებელი.

ნიკო კვარაცხელია კლინიკაში ღამით გადაიყვანეს. ექიმები მის გადარჩენას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა, მიღებული ჭრილობები სიცოცხლესთან შეუსაბამო აღმოჩნდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button