“თბილისში ეკოლოგიის კუთხით გვაქვს კატასტროფა”

“კვლევებმა აჩვენა, რომ ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი წყარო არის ავტომობილები”, – ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ჰაერის სინჯების კვლევები გაგრძელდება და სისტემატიური ხასიათი ექნება საქართველოს მასშტაბით.

გარემოს დაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საწვავის ხარისხზე და აღნიშნა, რომ ამ კუთხით, მთავრობის მიერ დადგენილი ნორმები შეიძლება ითქვას, რომ ცალკეულმა იმპორტიორებმა უკვე შეასრულეს და ცალკეული სახეობის საწვავი, რომელიც იყიდება, უკვე შეესაბამება ევრო 5-ის სტანდარტს.

“ეკოლოგიის კუთხით ჩვენ გვაქვს კატასტროფა თბილისში”, – ეს განცხადება კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. პრემიერმა დადებითად შეაფასა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვის ინიციატივა, რისთვისას შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს მადლობა გადაუხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button