თბილისში ერთ-ერთი ბინიდან დიდი რაოდენობით თანხა გაიტაცეს
თბილისში, დიღმის მასივში 80 წლის ქალი გაძარცვეს. მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით დღის 12:00 საათზე მოხდა – ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
როგორც სასწრაფო დახმარების ექიმი აცხადებს, მოხუცი ქალი სკამზე მიბმული დახვდათ. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. წინასწარი ინფორმაციით, ბინიდან გატანილია დიდი ოდენობით თანხა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ითვალისწინებს.