მნიშვნელოვანისაქართველო

თბილისში ღირსების მარში გაიმართება

რისკების მიუხედავად, პირველი ღირსების მარში თბილისში მაინც გაიმართება. პრაიდის ორგანიზატორები ზუსტ დროსა და ადგილს უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ასაჯაროებენ. ცნობილია, რომ მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ ლგბტ პირების მხარდამჭერი ჯგუფები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პრაიდის წევრები ხელისუფლებას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ, რადგან მათ შს სამინისტროსგან უსაფრთხოების დაცვის გარანტია ვერ მიიღეს.

“თუ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ხალხის უფლებების დაცვას, ხალხს მოუწევს, თვითონ დაიცვას თავისი უფლებები, მათ შორის აჯანყებით”, – ამის შესახებ კი ლევან ვასაძის თანამოაზრეების ადვოკატებმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ვასაძის მხარდამჭერები “თბილისი პრაიდის” გამართვას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ღონისძიების ჩატარებას არ დაუშვებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button