მნიშვნელოვანისიახლეები

“თბილისში იმატებს ინფიცირებულთა რიცხვი და ძალიან საყურადღებოა”

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის შეფასებით, თბილისში იმატებს ინფიცირებულთა რიცხვი, რაც “ძალიან საყურადღებოა”. ახალი გამოვლენილი შემთხვევების განაწილებასა და ეპიდსიტუაციაზე მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ყველა ინფიცირებულის წყარო ცნობილია, მაგრამ ძალიან საყურადღებოა, ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება. თბილისში იმატებს, ჯერ არ არის ეს დრამატული მატება მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ.

იცით, რომ პირველ სექტემბრამდე 1510 იყო ინფიცირებული და უკვე თვენახევარში 8 ათასს ასცდა”, – ამბობს მარინა ენდელაძე.

მისივე განცხადებით, 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში გამოვლინდა, 134 – თბილისში.

რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, ენდელაძის თქმით, 68 შემთხვევა იმერეთს უკავშირდება, 8-8 სამცხე-ჯავახეთს, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთს, 6 – შიდა ქართლს, ხოლო 5-5 კახეთსა და მცხეთა-მთიანეთს.

მსგავსი პოსტები

Back to top button