მნიშვნელოვანისიახლეები

თბილისში, კახელებისა და ქიზიყელების მარში მიმდინარეობს

“დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ!” – თბილისში, კახელებისა და ქიზიყელების მარში მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ერეკლე II-ს მოედნიდან პარლამენტამდე მსვლელობით მივლენ. ისინი ოლიგარქის რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

პარალელურად, თბილისში კიდევ რამდენიმე მარში, მათ შორის ინგლისური ენის სპეციალისტებისა და ორბორბლიანების მარშები იმართება.
ინგლისური ენის სპეციალისტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის V კორპუსიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ.

მსვლელობის მონაწილეები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მოითხოვენ აქციის დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას.

მსვლელობისას თან აქვთ პლაკატები წარწერით: „განათლება უნდა იყოს სახელმწიფოებრივი და არა პოლიტიზებული“, ასევე, საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

როგორც პედაგოგები აღნიშნავენ, ისინი “არალეგიტიმურ ხელისუფლებას” არ აღიარებენ.

„ჩვენ ნებისმიერი საგნის პედაგოგები და ლექტორები ყოველთვის ვიდექით ამჟამინდელი თუ ყოფილი მოსწავლეებისა და სტუდენტების გვერდით. ჩვენ ვითხოვთ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას. ვითხოვთ არჩევნების დანიშვნას, არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას“, – აღნიშნა მსვლელობისას ერთ-ერთმა პედაგოგმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button