კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თბილისში კაცმა მცირეწლოვანი ბავშვის გატაცება სცადა

თბილისში კაცმა მცირეწლოვანი ბავშვის გატაცება სცადა.

არსებული ინფორმაციით, ის ეზოში მყოფ ბავშვთან მივიდა და ეუბნებოდა, რომ მამამისი იყო და უნდა გაყოლოდა, რა დროსაც მეზობლებმა შეამჩნიეს, მცირეწლოვნის დედას შეატყობინეს და პოლიცია გამოიძახეს.

როგორც ირკვევა, კაცმა გზაზე მანქანა გააჩერა, თუმცა ბავშვის წაყვანა ვეღარ შეძლო. ის პოლიციამ ადგილზე დააკავა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button