საქართველოსიახლეები

თბილისში მაღაზიის დაყაჩაღებისას 2 ადამიანი დაშავდა

თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზიის დაყაჩაღების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა მაღაზია „ორ ნაბიჯში“ მოხდა.

როგორც თვითმხილველებმა პირველი არხის ჟურნალისტს განუცხადეს, სამი მამაკაცი მაღაზიაში შეიჭრა, რა დროსაც ორი თანამშრომელი დაშავდა. მათ შორის ერთ-ერთმა გონება დაკარგა და ჰოსპიტალიზებულია.

ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულ ახალგაზრდას თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად, ტვინის შერყევა აღენიშნება. ყაჩაღობის შედეგად დაშავებულ კიდევ ერთ პირს საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა სავარაუდოდ 400 ლარამდე თანხა წაიღეს. მათივე ცნობით, თავდამსხმელები ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი.

თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ყაჩაღობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. შსს-ს ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button