თბილისში მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ორი ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button