მნიშვნელოვანისაქართველო

თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია იგეგმება

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საგზაო მოძრაობა გადაკეტეს და მჯდომარე აქციას მართავენ. მათ შორის არიან პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც.
პოლიტიკოსები მოქალაქეებს დღეს საღამოს პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდებენ. “ახალი საქართველოს” ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, პროტესტი არ უნდა შეჩერდ

ეს და მოქალაქეებმა საკუთარი ღირსება უნდა დაიცვან. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, რუსი ოლიგარქის დიქტატორული რეჟიმი დღეს ოფიციალურად გაფორმდა, თუმცა ივანიშვილს მოუწევს მიტაცებული სახელმწიფოს და ძალაუფლების ხალხისთვის დაბრუნება.

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი თამარ კორძაია აცხადებს, რომ 2020-სთვის პროპორციული არჩევნების ჩასატარებლად საკანონმდებლო ცვლილება ვეღარ მოესწრება, ამიტომ ქვეყანაში უნდა იყოს საყოველთაო პროტესტი და საზოგადოებამ ივანიშვილი უნდა აიძულოს, სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს.

დღეს 101 ხმით 3-ის წინააღმდეგ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. სხდომათა დარბაზში 141 დეპუტატი იმყოფებოდა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. „კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შორისაა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს სრულად დაუჭირეს მხარი ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა.

საკონსტიტუციო კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებას 2020 წლიდან ითვალისწინებდა, ნაცვლად 2024 წლისა, როგორც ეს მოქმედ კონსტიტუციაშია ასახული. კანონპროექტით იკრძალებოდა ბლოკების შექმნა და წესდებოდა ნულოვანი საარჩევნო ბარიერი.

მსგავსი პოსტები

Back to top button