“თბილისში მომხდარი მკვლელობა გახსნილია” – შსს
შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1963 წელს დაბადებული მამაკაცი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიების მტკიცებით, დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს – 1976 წელს დაბადებულ მამაკაცს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი რამდენიმე საათის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, მამაკცმა გვამი თავისი საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე სათავსოში დამალა.
გამოძება ამბობს, რომ ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე.
ამ თემაზე: