თბილისში მოქალაქეს 60 000 დოლარი გასტაცეს

სამართალდამცავებმა თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე მომხდარ ძარცვაში ბრალდებული პირები დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, დაკავებულებმა მოქალაქეს კუთვნილი ავტომანქანის სალონიდან 60 000 დოლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

უწყების თქმით, სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან, გატაცებული თანხა სრულად, ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button