მნიშვნელოვანისაქართველო

თბილისში მოსახლეობისთვის წყალი გაძირდა

თბილისში მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი გაძვირდა.

გამრიცხველიანებული აბონტებისთვის 1 მ3-ზე დაახლოებით, 6 თეთრით, ხოლო გაუმრიცხველიანებლისთვის 1 სულზე დაახლოებით, 75 თეთრით იზრდება.

რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სექტორს, ამ შემთხვევაში წყლის ტარიფი მცირედით იკლებს.

დღეს დადგენილი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ლი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება.

ცნობისთვის საქართველიში ელენქროენერგიაც გაძვირდა. სემეკის დადგენილებით, დაახლოებით 1,5 თეთრით გაიზარდა ელექტროენერგიის როგორც სამომხმარებლო, ისე კომერციული ტარიფი თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის აბონენტებისათვის.

ამავე დადგენილებით, საშუალოდ 1,28 თეთრით გაძვირდა დენი რეგიონებში, სადაც ელექტროგამანაწილებელი კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯია” 230 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button