მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თბილისში პარლამენტის შენობაზე ერთი კორპუსის დაშენება იგეგმება

თბილისში პარლამენტის შენობაზე ერთი კორპუსის დაშენება იგეგმება. საკანონმდებლო ორგანოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 30 ოქტომბერს დაიწყება და 2 ნოემბერს დასრულდება. პირობის მიხედვით, დოკუმენტაცია „უნდა მომზადდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან [ხოლო იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება ვერ გაფორმდება 2022 წლის პირველ იანვრამდე, მაშინ ხელშეკრულების გაფორმებიდან და მისი ძალაში შესვლიდან] არაუგვიანეს 120 დღის ვადაში.“

სატენდერო თანხა 360 ათასი ლარია.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი გამაგრება – დაშენება არარენტაბელურია, რადგან დაშენების შემთხვევაში ცენტრალური ფლიგელის გამაგრებაა აუცილებელი, რომლის ხარჯიც ახალი შენობის ასაშენებლად საჭირო ხარჯსაც კი გადააჭარბებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button