მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თბილისში ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ

ყვითელი მიკოროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ თბილისში. ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ. მძღოლები ასევე ითხოვენ მიკროავტობუსების კუთვნილებაში გადაცემას.

აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

“ამ მძღოლების ჯიბეში ხელი ჩაყო კალაძემ და ჯამურად, 43 მილიონი წაიღო. ყვითელი მიკროავტობუსების ნაცვლად ლურჯები შემოიყვანეს, გადაუფორმეს კომპანიას, 1500 ლარის ნაცვლად 800 აქვთ მძღოლებს ხელფასი, მიკროავტობუსებს არ უფორმებენ მძღოლებს… და რა მოხდა? ამით კალაძემ ვიღაცასთან გაინაწილა 43 მილიონი”, – თქვა ვაშაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button