მნიშვნელოვანისიახლეები

თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე მარში “თავისუფლება სინდისის პატიმრებს” მიმდინარეობს.

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. კოლონები ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან დაიძრნენ. მათი მთავარი მოთხოვნაა ახალ არჩევნებთან ერთად, აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

აქციის – „თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს” მონაწილეებს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში შეუერთდა.

პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ, რომელიც გალაკტიონის ხიდთან სინდისის პატიმრების მარშს შეუერთდება, ერთობლივი საპროტესტო მსვლელობით კი პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც უკვე 65-ე დღეა, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.

მსვლელობის მონაწილეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ პროტესტის 24 – საათიან რეჟიმში იმყოფებიან, რადგან ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ, დაკავებულთა დროულ გათავისუფლებას, ასევე, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნას.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მესამე დღეა აჭარის მთავრობის სახლთან კარვებში ღამეს ათენებენ.

“სამართალი არსად არ არის ამ ქვეყანაში, როგორ შეიძლება სახლში თბილად იყო, როცა შენი ქვეყნისთვის ახალგაზრდები იბრძვიან, თავს სწირავენ ევროპული მომავლისთვის”, – აცხადებენ შეკრებილები.

მსგავსი პოსტები

Back to top button