ანალიტიკაეკონომიკამნიშვნელოვანი

თბილისში “სამგზავრო აბონემენტს” ბანკის ბარათებით ვერ შეიძენთ

თბილისში მგზავრობისთვის მრავალჯერად სამგზავრო ბარათებს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით შეიძენთ – ამის შესახებ რადიო თბილისთან მეტროპოლიტენის მოლარეებმა განაცხადეს.

მეტროსადგურებში ჩვენ რამდენიმე ლოკაციაზე ვცადეთ ბარათის შეძენა უნაღდო ანგარიშსწორებით, თუმცა უშედეგოდ.

მეტროპოლიტენის თანამშრომლებს, რომლებსაც გააჩნიათ გადახდის ტერმინალები, აბონემენტში ნაღდ ფულს ითხოვენ.

დედაქალაქში დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი სისტემა და ახალი სამგზავრო ტარიფები ამოქმედდა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი ბარათი – 3 ლარი, 1-კვირიანი – 20 ლარი, 1-თვიანი – 40 ლარი, 3-თვიანი – 100 ლარი, 6-თვიანი – 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები – 250 ლარი ეღირება. მოქალაქეებს ახალი სამგზავრო ბარათების გამოყენება მეტროთი, ავტობუსით, საბაგიროთი და ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობისას შეეძლებათ.

მერიის ინფორმაციით, მეტრომანები არ უქმდება და კვლავ რჩება მგზავრობის საფასურის ერთჯერადი გადახდის საშუალებად, სამგზავრო აბონემენტების პარალელურად.

კალაძე: მოქალაქეს შეუძლია სამგზავრო ბარათი “განვადებით იყიდოს”

მსგავსი პოსტები

Back to top button