თბილისში სპეცოპერაცია მსხვერპლით დასრულდა [აუდიო]

“თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი. ლიკვიდირებულია 3”,- ამის შესახებ სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო გიორგობიანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის 1 თანამშრომელი და დაიჭრა 2.

დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელიც.

სუს-ის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალქეები არ იყვნენ და მათზე დაკვირვება რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა.

გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია დღეს,22 ნოემბერს, დაახლოებით 17:30 სთ დასრულდა.

თბილისში დღეს მთელი დღის მანძილზე სროლის და აფეთქების ხმა ისმოდა.

მოუსმინეთ ბრიფინგს

 

მსგავსი პოსტები

Back to top button