თბოელექტროსადგურები ტარიფის კორექტირებას ითხოვენ

ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის კორექტირების მიზნით თბოელექტორსადგურებმა სემეკ-ს მიმართეს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომისიაში შესული წერილობითი მოთხოვნების საფუძველზე, შპს “მტკვარი ენერგეტიკასა” და შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის” ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.

სემეკს ტარიფის კორექტირების თხოვნით აპრილში “ენერგო-პრო ჯორჯიამაც” მიმართა. ტარიფის საკითხი ამ შემთხვევაშიც 10 სექტემბრამდე უნდა გადაწყდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button