მოზაიკასიახლეები

THE BIG LEBOWSKI-ს მსახიობს, ჯეფ ბრიჯესს ლიმფომა დაუდგინდა

ამერიკელ მსახიობს, ჯეფ ბრიჯესს, ლიმფომა დაუდგინდა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

“მე ლიმფომა დამიდგინდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სერიოზული დაავადებაა, თავს იღბლიანად ვგრძნობ, რადგან ექიმების ძალიან კარგი გუნდი მყავს და პროგნოზებიც კარგია”. – დაწერა 70 წლის მსახიობმა.

მან მადლობა გადაუხადა თავის მეგობრებს, ოჯახსა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.

“მადლობა თქვენ კარგი სურვილებისთვის. და სანამ აქ ხართ, არ დაგავიწყდეთ ხმის მიცემა. ჩვენ ყველა ერთად ვართ ამაში”. – დაწერა მან.

ჯეფ ბრიჯესი განსაკუთრებით ცნობილი The Big Lebowski-ში შესრულებული როლისთვის გახდა. გარდა ამისა, მსახიობი ერთი ოსკარის მფლობელია Crazy Heart-ში შესრულებული როლისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button