The Rolling Stones-ი კუბაში უფასო კონცერტს გამართავს

ლეგენდარული ბრიტანული მუსიკალური ჯგუფი The Rolling Stones ჰავანას ეწვია, სადაც სპორტის სასახლეში უფასო კონცერს გამართავს. მოსალოდნელია, რომ ღონისძიებას ასიათასობით მაყურებელი დაესწრება.

მიკ ჯაგერი, კიტ რიჩარდსი, ჩარლი უოტსი და რონი ვუდი ჰავანაში მაიამიდან ჩარტერული რეისით ჩაფრინდნენ. მიკ ჯაგერმა აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისთვის კუბაში ყოფნა დიდი სიამოვნებაა და განსაკუთრებული კონცერტის ჩატარებას აპირებს.

ეს 2006 წლის შემდეგ ჯგუფის მიერ ჩატარებული პირველი უფასო კონცერტი იქნება. მაშინ The Rolling Stones-მა რიო-დე-ჟანეიროში გრანდიოზული წარმოდგენა გამართა.

როგორც ცნობილი გახდა, ჰავანის სპორტის სასახლე მილიონამდე მაყურებელს იტევს. “მეგობრობის კონცერტს” ვიდეოზე ჩაიწერენ, რათა შემდეგ “თავისუფლების კუნძულზე” ლეგენდარული ჯგუფის გასტროლების ამსახველი დოკუმენტური ფილმი შექმნან, მოგვიანებით კი ჩანაწერს კუბის სახელმწიფო ტელევიზიას გადასცემენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button