მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

31%: “საკონსტიტუციო ცვლილებები ივანიშვილმა ჩააგდო”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის მიერ ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, გამოკითხულთა 64% ინფორმირებული იყო.

სწორედ ამ 64%-დან უმრავლესობა ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების მიზეზი ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება, ან მმართველი პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილება გახდა.

კითხვაზე, თუ რა იყო ცვლილებების ჩაგდების მიზეზი, 31 პროცენტი პასუხობს, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება.

25 % მიიჩნევს, რომ ეს იყო მმართველი პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილება.

14 % კი თვლის, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ცალკეული მაჟორიტარი დეპუტატების თავისუფალი ნება იყო, რომ მხარი არ დაეჭირათ ამ ცვლილებებისთვის.

9 პროცენტის აზრით, ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიზეზი იყო რეაქცია ოპოზიციის ქმედებებზე.

1% კი, ცვლილებების ჩაგდების მოტივად სხვა მიზეზებს ასახელებს.

ამავე 64%-ის ⅔-ზე მეტი ქვეყანაში პროპორციული სისტემის არსებობას მხარს უჭერს.

გამოკითხული მოსახლეობის 12 % ფიქრობს, რომ პროპორციული სისტემის არსებობა საჭირო არ არის.

11 პროცენტისთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქნება თუ არა პროპორციული საარჩევნო სისტემა, ხოლო არ ვიცი/უარი 9 პროცენტმა დააფიქსირა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 763 ადამიანი გამოკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2,2 პროცენტული პუნქტია.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button