მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
თეა წულუკიანი ვიცე-პრემიერი გახდა
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერებად თეა წულუკიანი და ლევან დავითაშვილი დანიშნა.
“ჩვენს ორ ვიცეპრემიერს ვნიშნავთ დღეს – ვიცეპრემიერები იქნებიან ქალბატონი თეა წულუკიანი და ბატონი ლევან დავითაშვილი”, – თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ვიცე-პრემიერის პოსტს აქამდე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იკავებდა.