მნიშვნელოვანისაქართველო

“თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნა არის აბსურდული”

“იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნა არის სრულიად აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებული”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

პრემიერი სპეციალური განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მოთხოვნას ეხმაურება და მოუწოდებს მათ, ნუ გასცდებიან საკუთარი საქმიანობის მანდატს.

“მიუღებელია, რომ არასამთავრობოების ნაწილი, ულტიმატუმის ენით გვესაუბრება და ცდილობს, ბოიკოტის გამოცხადებით ეჭვქვეშ დააყენოს პროცესის ლეგიტიმაცია. მათ განცხადებებში იკვეთება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა, რაც ასევე სრულიად მიუღებელია. ამიტომ მოვუწოდებ მათ, ნუ გასცდებიან საკუთარი საქმიანობის მანდატს და თუ მათი მიზანი მართლაც პროცესის გამჭვირვალედ წარმართვაა, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ თავიანთ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნას, ეს არის სრულიად აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებული მოთხოვნა”, – ამბობს პრემიერი.

მსგავსი პოსტები

Back to top button