მნიშვნელოვანისიახლეები

თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა 5 ივლისამდე გახანგრძლივდება

პარლამენტი “2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას” უფლებამოსილების ვადას კიდევ ერთი თვით – 5 ივლისამდე გაუგრძელებს.

ამასთან, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი სესიაზე შუალედურ ანგარიშს წარადგენს.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ასახულია.

დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა 5 ივნისს ეწურება.

მსგავსი პოსტები

Back to top button